გიგი წერეთლის განცხადებით, თერჯოლაში შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატის, ზურაბ ბუცხრიკიძის გამარჯვება გარდაუვალია, თუ ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბება არ იქნება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, თერჯოლაში შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატის, ზურაბ ბუცხრიკიძის გამარჯვება გარდაუვალია, თუ ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბება არ იქნება.

„მჯერა, თუ რაღაც საოცრება არ მოხდა აქ და ძალადობა არ აიყვანეს ზენიტში, გაყალბება და სხვა, წარმოუდგენელია, არჩევნები ზურაბ ბუცხრიკიძემ არ მოიგოს, როცა ის არის პირისპირ „ოცნების“ კანდიდატთან. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან კარგად ესმით, რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი. მთელი ეს სიავე, რასაც კი ვხედავთ, მთელი ის ბოროტება სამწუხაროდ, რაც თუნდაც ამ დღეებში გამოჩნდა მოსმენების სახით, ის ზეწოლა, რომელსაც ბევრი მათგანი განიცდის, ის სიღარიბე, სიდუხჭირე და ხალხთან დაშორება, ამის დემონტაჟი, ეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, თერჯოლა ამ ახალი პროცესის ავანგარდი იქნება“, - განაცხადა წერეთელმა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კი აღნიშნავს, რომ „საზოგადოების შიდა ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წნეხით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებზე უნდა დამარცხდეს. „ევროპულ საქართველოს” თერჯოლაში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მთლიანად ოპოზიცია არის ძალიან ძლიერი. იმ პოლიტიკურ რეფერენდუმში, რომელიც 2 ოქტომბერს შედგება, აქ პირწმინდად უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. ეს ერთ-ერთი საყდრენი უნდა იყოს იმისა, როგორ ვაიძულებთ შემდეგ ამ ხელისუფლებას ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების ზეწოლითა და გარედან, ჩვენი პარტნიორების ზეწოლით, სწრაფად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს განწყობაა ყველა იმ შეხვედრაზე, რაც ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებთან გვქონდა“, - განაცხადა ბოკერიამ. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არსებულ გამოწვევებსა და გამარჯვების სტრატეგიებზე ისაუბრეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო