გიორგი ამილახვარი - გახარიამ პოლიტიკური სითამამე თავისთვის შეინახოს - კარგი იქნებოდა, ხელების ბაკუნი და ვითომ სითამამე მაშინ გამოევლინა, როცა მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა

ბატონმა გახარიამ პოლიტიკური სითამამე თავისთვის შეინახოს - კარგი იქნებოდა, ხელების ბაკუნი და ვითომ სითამამე მაშინ გამოევლინა, როცა ნიკანორ მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა, მანდ დავინახეთ ვინ არის ვაჟკაცი და თამამი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ამილახვარი მმართველი გუნდის მისამართით გიორგი გახარიას განცხადებას.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად, თუ რაიმე ფორმით გამოვლინდა "ქართული ოცნების" წევრის თუ გახარიას პარტიის წევრის შესაძლო ბრალეულობა, თეორიულად ავთენტური ჩანაწერების ჩაწერასა და გამოქვეყნებაში, კანონის წინაშე ნებისმიერი პირი პასუხისმგებაში იქნება მიცემული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო