გიორგი ნონიაშვილი - ყველა ხელისუფლება უნდა დასრულდეს, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს და საზოგადოებაში შუღლს აღვივებს

„ევროპული საქართველოს“ ჩუღურეთის საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მედიის მიმართ ძალადობა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს წაახალისა.

„ჟურნალისტებზე ძალადობის გუშინდელი მაგალითი და ზოგადად, უკანასკნელი 2 თვის მანძილზე გამძაფრებული აგრესია ჟურნალისტების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მან გამოუშვა ეს ძალადობრივი საფრთხობელა 5 ივლისს და ფაქტობრივად უთხრა, მიდით დაჩაგრეთ, იძალადეთ და არავის მოეკითხება პასუხი, მათ წაახალისეს ეს ძალადობა. ყველა ხელისუფლება უნდა დასრულდეს, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს და საზოგადოებაში შუღლს აღვივებს“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო