პარლამენტი ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დეპუტატ ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

კომიტეტის სხდომა ამ დღის წესრიგით 17 სექტემბერს გაიმართება.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს