ირაკლი ზარქუა - პოლიციამ იმ მხდალი მთავარსარდლისგან რა მოწოდება უნდა მიიღოს, რომელიც გორში ფორთხავდა

პოლიციამ იმ მხდალი მთავარსარდლისგან რა მოწოდება უნდა მიიღოს, რომელიც გორში ფორთხავდა - ასეთი ადამიანის მოწოდებების მის სექტაშიც აღარ სჯერათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხდება და იმდენად აგონიასა და სასოწარკვეთაშია, რომ პოლიციელების მიმართ დატკბა.

„გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციელებს „გაიშნიკებს”, კორუმპირებულებსა და მონებს ეძახდა. დღეს, როცა დასჭირდა, თავისი ჭკუით ლამაზი სიტყვებით თაფლავს. სინამდვილეში, პოლიცია და ძალოვანი სისტემა პოლიტიზირებული სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო. ამ მოვლენის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი გვახსოვს. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ სექტორში ხელფასები არაერთხელ გავზარდეთ, სოციალური პაკეტები გავაუმჯობესეთ. როდესაც მათ ხეფასებს ვუზრდიდით და ამ მიზნით ბიუჯეტში ცვლილებები შეგვქონდა, რადიკალური ოპოზიციის ყიჟინა გახსოვთ, თავის პოლიტიკურ პოლიციას, „გაიშნიკებს" ხელფასებს უზრდიანო... ახლა, როცა დასჭირდა, ფირფიტა შეცვალა! ასეთია მიხელ სააკაშვილის მიდგომა, რომლის არავის სჯერა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა