გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩების მოსმენით, ქართული სუს-ი ამ სახელმწიფოებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ სუვერენიტეტში იჭრება

ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტნიორი ქვეყნის ელჩების უსმენს.

მისი თქმით, სუს-ი ამით საქართველო აყენებს შეურაცხყოფას. „როცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება ასე ვთქვათ, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა კანდელაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს