კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო და ამჯერადაც მისი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ფინანსებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით. დეტალური კვლევის ეტაპზე პანდემიამ მოგვისწრო და შესაბამისად, პროექტის განხორციელება გადაიდო. როდესაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, პანდემიას დავამარცხებთ და ეკონომიკურად მოვძლიერდებით, რა თქმა უნდა, ეს პროექტი შეიძლება განხორცილდეს. აქ ორი პროექტია, ერთი არის სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო შემდეგი ეტაპი არის ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. ყველაფერი ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფინანსებზეა დამოკიდებული", - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა