მამუკა გამყრელიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა  უწყებამ უნდა გაითვალისწინოს,  რომ  უახლოეს მომავალში  ნატო  შეიძლება ჩაანაცვლოს ევროპის უსაფრთხოების ახალმა,  საკუთარმა ფორმატმა

საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ უახლოეს მომავალში ნატო შეიძლება ჩაანაცვლოს ევროპის უსაფრთხოების ახალმა, საკუთარმა ფორმატმა , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანი მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ საგარეო უწყება ყურადღებით აკვირდება ახალი სადაზვერვო და სამხედრო პოლიტიკური კავშირების შექმნის პროცესს.

„ იმ დროს, როდესაც მძიმე წინასაარჩევნო პერიოდს გავდივართ და ხელისუფლებას მთელი აქცენტი არჩევნებზე აქვს გადატანილი, იმედი მაქვს, საგარეო უწყება ყურადღებით აკვირდება ახალი სადაზვერვო და სამხედრო პოლიტიკური კავშირების შექმნის პროცესს წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონში. ახალი ორგანიზაციის AUKUS, რომლის მიზანია ჩინეთის შეკავება რეგიონში. კავშირის დამფუძნებლები არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მათ შეუერთდებიან იაპონია, სამხრეთ კორეა და კანადა. არც ევროკავშირი და არც ნატო ამ ალიანსში არ მოიაზრებიან. აშკარად გამოჩნდა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ინტერესების აქცენტირება წყნარი ოკეანის რეგიონზე. დიდი ვარაუდით, ევროპას მოუწევს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რაც გამოიწვევს NATO-ს სტრუქტურის შეცვლას ან მისი როლის შემცირებას”, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ უნდა გაითვალისწინოს შექმნილი გარემოებები და აირჩიოს სწორი სტრატეგია, რათა მოახდინოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ, არამედ სხვა შესაძლო ფორმატებშიც, განსაკუთრებით შავი და შესაძლოა ბალტიის ზღვების აკვატორიის ქვეყნებთან ერთად “.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს