ვატო შაქარიშვილი - „ფორმულას“ დღევანდელი ქმედება სცდება არამარტო მედია სტანდარტებს,  არამედ ყველანაირ ეთიკურ საზღვრებს

„ფორმულას“ დღევანდელი ქმედება სცდება არა მარტო მედია სტანდარტებს, არამედ ყველანაირ ეთიკურ საზღვრებს, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 22 წლის ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებას.

მისი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც აიკრძალება ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი, ცილისწამება და ყალბი ცნობების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

„ის, რაც დღეს ტელევიზიად წოდებულმა „ტვ. ფორმულამ“ გააკეთა - გაავრცელა უმძიმესი კადრები - სცდება არა მხოლოდ მედია სტანდარტებს, არამედ ყოველგვარ ეთიკურ საზღვრებს. აღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც „ტვ. ფორმულას“ მხრიდან ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობა, რამაც კონკრეტული მედია საშუალებების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიიღო. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც აიკრძალება ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი, ცილისწამება და ყალბი ცნობების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა