გია ვოლსკი - "ნაცმოძრაობა" და მათი სატელიტები ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, მკვლელობაზე წამსვლელი ხალხია

გამიჯვნით ვერაფერს ვერ გაემიჯნები, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ ასეთ სიტუაციაში ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პასუხი გვექნება ყველა შეკითხვაზე, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ფარული მასალების გავრცელებასთან „ნაციონალური მოძრაობაა“ კავშირში.

„ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნაცმოძრაობა და მათი სატელიტები. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, მკვლელობაზე წამსვლელი ხალხია...

სიტუაციას შევხედოთ რა გვაქვს. არის თუ არა დამახინჯებული და მახინჯი ეს პოლიტიკური ველი, რომელიც დღეს არსებობს, დგას თუ არა ქვეყანა სერიოზული საფრთხეების წინაშე, როგორც ოკუპაციის, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვის და უამრავი საკითხების წინაშე. ამ თემებს გაწაფული, სადისტური და ამ სადიზმში გამობრძმედილი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტები უძღვებიან, რასაკვირველია, ქვეყანაში მუდმივად იქნება ტურბულენტური სიტუაცია, მცდელობა დესტაბილიზაციისა. მაგრამ აქამდე მოვედით. არც ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულა, არც სოციალური პაკეტი შეწყვეტილა, არც სკოლების მშენებლობა შეჩერებულა და ის უშველებელი პროექტებიც.

ეს არის თემა და ამ თემის გარშემო ხედავთ რამდენი დაძაბულობაა, რამდენი სიბინძურეა. გამიჯვნით ვერაფერს ვერ გაემიჯნები, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ ასეთ სიტუაციაში ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პასუხი გვექნება ყველა შეკითხვაზე, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი აცხადებს, რომ შესაძლოა „ყველაფერი, რაც ხდება“ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის შედეგია.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი ისეთ ნაბიჯს დგამ იმ მომენტში, როდესაც დაანონსებულია „ნაცების“ და სატელიტების მიერ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა, სასამართლოს არ არსებობა, პოლიციის არ არსებობა, რაც დღესაც გრძელდება და აი, ამ დაანონსებას მხარს უჭერ იმითი, რომ გადადექი, მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ გამოვრიცხო ის, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ხდებოდეს, ზუსტადაც არის თანამშრომლობის შედეგი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა