"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-თან აქცია-პერფორმანსზე დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გუშინ დააკავეს.

შეგახსენებთ, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სუს-თან „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავია“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“. აღნიშნული პერფორმანსით მათ სუს-ის შენობასთან ფარული მოსმენები გააპროტესტეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს