სალომე სამადაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში სარჩელით შესვლის საკითხი

პარლამენტში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები სახალხო დამცველის მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობები განიხილება.

როგორც სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, საჭიროა შეისწავლონ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დაცვა შეძლონ.

"ჩვენ ვიცით, რომ როცა პარლამენტში კანონმდებლობის ბაზა შეიცვალა ამ ცვლილებებში არ იქნა გათვალისწინებული არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი და რეალურად სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაეგრძელებინა მოქალაქეების უკანონოდ მიყურადება. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შევისწავლოთ ყველა შესაძლო გზა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები და ის უფლებები, რომელიც ევროპული კონვენციის თანახმად გვაქვს მონიჭებული. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელით შესვლის საკითხი და ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენ, ჩვენს იურისტებს და სახალხო დამცველის მოადგილეს კონსულტაციები, რომ გავარკვიოთ რა იქნება იურიდიულად ყველაზე სწორი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად,"- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა