სახალხო დამცველის მოადგილე - კანონი ქმნის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს - პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს საკანონმდებლო სფერო შექმნა

კანონი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს. იმას, ვინც ეს საკანონმდებლო სფერო შექმნა, ბუნებრივია, შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება,- ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამართლებრივად პასუხისმგებელი პირები შესაძლოა, ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოში გამოვლინდნენ, რომელსაც მიყურადების შესაძლებლობა აქვს.

„4 წლის წინ პარლამენტში განხილული იქნა კანონი, რომელიც ფარულ მიყურადებას შეეხებოდა. ჩვენ აქტიურად ვაწოდებდით იმ რისკების შესახებ პარლამენტარებს ინფორმაციას, რომ ეს კანონი ვერ უზრუნველყოფდა უკანონო ფარული მიყურადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობას. ჩვენ ეს კანონი რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და 3 წელზე მეტია გადაწყვეტილებას ველოდებით. უკანონო ფარული მიყურადების წინააღმდეგ ბრძოლა რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უფლებების დაცვის კუთხით და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, აქტორს თუ საზოგადოებრივ ჯგუფს მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ექსპერტიზა, რომელიც ამ კუთხით გაგვაჩნია. კანონი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს. იმას, ვინც ეს საკანონმდებლო სფერო შექმნა, ბუნებრივია, შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება. ქვეყანაში ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს აქვს მიყურადების შესაძლებლობა და შესაძლო პასუხისმგებელი პირები ამ უწყების ფარგლებში შეიძლება იქნენ იდენტიფიცირებულნი,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რამდენად იყო „ქართული ოცნების“ ინტერესი მოქალაქეების უკანონო მოსმენის განხორციელება, იმის გათვალისწინებით, რომ მოსმენების შესახებ კანონი სწორედ მათი უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი, ბურჯანაძე პასუხობს: „ვერ მოვახდენ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ტარგეტირებას, ვის აწყობდა ეს, თუმცა, თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, სწორედ აქამდე მივლენ“.

„ბუნებრივია, მათი (ქართული ოცნების) უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი ეს კანონი, ისინი არიან ხელისუფლებაში და თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, აქამდე მივალთ, მაგრამ მე ვეცდები სამართლებრივ ჭრილში ვიყო შემფასებელი, ვიდრე პოლიტიკური პროცესების,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა