გარემოს ეროვნული სააგენტო ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მაღალი სიზუსტის, თანამედროვე, ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აღჭურვილობა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს ჰიდროლოგიური მონაცემების მოდელირებისა და ანალიზის სწრაფ განხორციელებას; ასევე, საველე ჰიდროლოგიური სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების სიზუსტეს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პროგნოზისა და ადრეული გაფრთხილებების ეფექტიანობას.

„პროექტის ფარგლებში მოწოდებული თანამედროვე, მაღალი წარმადობის მოწყობილობის საშუალებით, განხორციელდება საველე და კამერალური კვლევების დროს მოპოვებული გეოლოგიური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და მონაცემთა ბაზების სისტემატიზირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სააგენტოს შესაძლებლობებს მომსახურეობის სფეროში.

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ჰიდროლოგიურ-გეოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება საქართველოში ჰიდროელექტრული სადგურების განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში შეიძინა. აღჭურვილობის საერთო ღირებულება 205 930 ლარია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა