ბადრი ჯაფარიძე - კანონმდებლობაში ხარვეზი დატოვებულია, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ და ამ სისტემის ნაწილია სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

კანონმდებლობაში ხარვეზი დატოვებულია იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ და სწორედ ამ სისტემის ნაწილი არიან სავარაუდოდ, ის მოსართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც აჭიანურებენ გადაწყვეტილების გამოტანას ამ კანონზე, - ამის შესახებ ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსმენებთან დაკავშირებით საქმე ეხება სისტემურ პრობლემას. ჯაფარიძის თქმით, ადამიანებმა, ვინც მოსმენის ობიექტი გახდნენ, იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან, ჯერ საქართველოს პროკურატურას უნდა მიმართონ, რათა შემდგომ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა გახდეს შესაძლებელი.

"სახალხო დამცველის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენ განვსაზღვრეთ თანმიმდევრობა ნაბიჯების, ასევე ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი სახალხო დამცველის საჩივარზე, რომელსაც 360 ადამიანი შეუერთდა და ეს ეხება ხარვეზს, რომელიც არის კანონმდებლობაში და იყენებენ როგორც ჩანს, სუს-ის თანამშრომლები და ეს ხელს უწყობს მიყურადების მასშტაბურ ხასიათს. ასე რომ, აქ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემური ხასიათის პრობლემასთან. როგორც ჩანს, კანონმდებლობაში ეს ღრიჭო, ხარვეზი დატოვებული იქნა იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ და სწორედ ამ სისტემის ნაწილი არიან ის მოსამართლეები სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც აჭიანურებენ გადაწყვეტილების გამოტანას. საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, სადაც ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ დატოვებული იყოს ღრიჭო კანონმდებლობაში, რომელსაც იყენებს სავარაუდოდ სუს-ი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა