სალომე სამადაშვილი - რადგან ნიკა მელიამ საკუთარი სურვილით მიმართა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

რადგან ნიკა მელიამ საკუთარი სურვილით მიმართა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთან" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას მიმართოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება მოხდა მაგალითად, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში და ვიცით, რომ ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივს, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ განსხვავებულ საქმესთან გვაქვს საქმე, ნიკა მელიამ თავად შეიტანა განაცხადი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს თხოვნა, რადგან მისი სურვილია, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევა იქნება, თუკი პარლამენტი არ დააკმაყოფილებს. როდის და რანაირად განიხილება ეს საკითხი მეორე თემაა. თუმცა, ის, რომ სასამართლოს გამოყენება შეიძლება მოხდეს ოპოზიციონერების წინააღმდეგ ეს ვიცით, რადგან ეს არის ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება უკვე ბევრი წელია,"- განახადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს პარლამენტოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა