ალეკო ელისაშვილი - კობახიძისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, შეურაცხმყოფელია

ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კალაძემ კამპანია დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული.

ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის. გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავ, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ წამოწყებულია უაზრო კამპანია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო