ივანე ჩხაიძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება, კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეამციროს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ერთდროულად - ერთი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.

ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს არსებული პუბლიკაციები მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეიძლება შეამციროს.

ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ზამთრის პერიოდში აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო.

„მე-5 ტალღა არ იქნება განპირობებული ახალი მუტაციით, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, როგორიც აგვისტოს პიკი იყო. ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად შესაძლებელია იყოს შემთხვევების სეზონური მატება, ზამთრის განმავლობაში დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს. დახურულ სივრცეში კი ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ, შესაბამისად, ინფექციის გავრცელების რისკი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო. მატების განსაზღვრა როდის მოხდება რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების სეზონი 3 ოქტომბრიდან იწყება. ასე რომ, თუ ველოდებით შემთხვევების მატებას.

ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ერთდროულად - ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია გრიპის შემთხვევების მატებასთან, ყველაზე უპრიანია, თუ რიკის ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ოქტომბრიდან დავიწყებთ. როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, იქ რისკის ჯგუფები მეტწილად არ თანხვდება კორონავირუსის რისკის ჯგუფებს. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე ხანშიშესული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

პუბლიკაციები, რომლებიც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა ანუ თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, მასთან კორონავირუსი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, კონკრეტულად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსის დაავადების დროს გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შეიძლება 24% - ით შეამციროს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს