შალვა პაპუაშვილი ჩანაწერებზე - ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და გამოაქვეყნოს

ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ მათი საარჩევნო კამპანია იქნებოდა დაფუძნებული დეზინფორმაციასა და ზიზღის ენაზე. რუსული პროპაგანდის მთავარი ხერხი სწორედ ეს გახლავთ - ეს არის ზღვარის წაშლა სინამდვილესა და ტყუილს შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბოლო დროს სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. „ასეთი ტექსტების გამოქვეყნებით უკვე ვხედავთ, რომ გვესმის კითხვები - რა არის სიმართლე? რა არის ტყუილი? ამ პროპაგანდისტული ხერხის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიონ და დააბრალონ ვიღაცას ის, რაც დასაბრალებელი არ არის. ხანდახან რაღაც სიმართლე უნდა გაურიონ, ზოგჯერ ტყუილიც. ეს არის ჩვეულებრივად ტვინის არევის ხერხი.აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარი არ არის საჭირო, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს მათი პრეროგატივაა და გვიპასუხებენ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში უნდა შედიოდეს.

„ყველაზე მარტივი კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, არის „ვის აწყობს?“. ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ აწყობთ, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარეშე აადუღოს ტემპერატურა ისე, რომ 2 ოქტომბერს გამოიწვიოს არეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება 2 ოქტომბრისთვის, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტემპერატურის აწევის არაერთი მცდელობა არის. ასეთი ინფორმაცია კიდევ იქნება და პირველი კითხვა, რომელიც დასვათ, არის - ვის აწყობს? აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რასთან გვაქვს საქმე. თუკი პასუხი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა