ალეკო ელისაშვილი - ეს სტრუქტურა, დავარქმევთ მას სოდ-ს, კუდ-ს თუ სუს-ს, შინაარს არასდროს იცვლის და საბჭოურ ზნეს არ ღალატობს

როგორც ჩანს, ეს სტრუქტურა, დავარქმევთ მას სოდ-ს, კუდ-ს თუ სუს-ს, შინაარს არასდროს იცვლის და საბჭოურ ზნეს არ ღალატობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპერატიულ ტექნიკური სამსახური მშვენივრად მოირგო და უფრო მეტი გაშმაგებით გვისმენს და გვითვალთვალებს.

„მიაჩნიათ, რომ ნორმალურია, როცა ადამიანის ცხოვრებაში იჭრები, უკანონოდ უთვალთვალებ და რაღაცებს იწერ. ამ ფაილების გამოყრა სწორედ ამის დასტურია. "ქართული ოცნება" წუწუნებდა და დემონსტრაციულად დისკებს ამსხვრევდა, თითქოს საბჭოთა ტრადიცია წარსულს ჩავაბარეთ, სინამდვილეში, ოპერატიულ ტექნიკური სამსახური მშვენივრად მოირგო და კიდევ უფრო მეტი გაშმაგებით გვისმენს და გვითვალთვალებს. ოდესმე ეს უნდა დავასრულოთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ მკაფიოდ უნდა თქვას, იცოდა თუ არა რას სჩადიოდა სუს-ი და იყო თუ არა ამ ყველაფრით დაკავებული მისი მეგობარი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა