მაია რჩეულიშვილი - ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი

ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ. საქმიანობას, ალბათ, სხვაგვარ ფორმატში გავაგრძელებ, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე ციხიდან, როგორც ბიზნესმენი ისე მუშაობდა.

„არა მგონია, ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ. საქმიანობა, ალბათ, სხვაგვარ ფორმატში გაგრძელდება. ახლა ჩვეულებრივი, ყოველდღიური მუშა პროცესი დაიწყება, ჩვეული რუტინა. ეს დოკუმენტები ხომ ბოლომდეა მისაყვანი?! და ამის ჩვეულებრივი მუშა პროცესი იქნება. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა „მიონის“ ობიექტზე. „მიონის“ ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას. უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და ამ დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.

მაია რჩეულიშვილი საპატიმროდან დღეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ