აკაკი ბობოხიძე - ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა შემოვატრიალოთ

2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი რამენაირად ყველამ ერთად წაღმა უნდა შემოვატრიალოთ, - ამის შესახებ პარტიის „ევროპული საქართველო“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ბათუმში, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვახტანგ კალოიანის და აჭარის რეგიონის გუნდი წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, 2 ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ასევე საჭიროა „ქართული ოცნების“ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

„ორივე საკითხში, პარტნიორების მხარდაჭერაში და ქართული პოლიტიკური პარტიების კოორდინაციაში, „ევროპულ საქართველოს“ აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მთავარი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოორდინაციასაც და დასავლელ პარტნიორებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას სწორედ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არიან. ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა, ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიტანოთ ამბავი, რომ „ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლის მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუ გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. თითეული თქვენგანის როლი არის შეუცვლელი და უნიკალური, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენს მოსახლეობასთან უნდა მივიდეს და სათქმელი უნდა მიიტანოს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა