ეკატერინე ტიკარაძე -  ჩატარებული ნარკოტესტი ნათელს მოჰფენს, არის თუ არა გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი

ალბათ, ჩატარებული ნარკოტესტი, რომლის შესახებაც მან დააანონსა, ამას ნათელს მოჰფენს, არის თუ არა ის ნარკომომხმარებელი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მას რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარე“ გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი იყოს.

„ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, ჩატარებული ნარკოტესტი, რომლის შესახებაც მან დააანონსა, ამას ნათელს მოჰფენს, არის თუ არა ის ნარკომომხმარებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავსტრიაში ჩაიტარა. მისი თქმით, საქართველოში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გარკვეული პროვოკაცია მზადდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო