ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე აუცილებელია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვა გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე აუცილებელია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვა გაგრძელდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადის ტარება და მგზავრთა გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული ყველა იმ რეგულაციის აღსრულება, რომელიც მოწოდებულია. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას, ასევე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოცემული, რათა არ მოხდეს ისევ ინფექციის გავრცელების პროვოცირება. ასევე, საყურადღებოა, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც მნიშვნელოვნად იყო კლებადი, რის საფუძველზეც მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო, ამ ეტაპისთვის გაჩერებულია. მისი კლება დამატებით არ შეიმჩნევა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული, ეს ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშველოვანია, რათა ამ ნიშნულზე არ მოხდეს ინფექციის კლების შეჩერება და ის გაგრძელდეს. ასევე, ინფექციის ზრდის პროვოცირება არ უნდა მოხდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო