ირაკლი ქადაგიშვილი - თმის ღერის ტესტი არის სხვა რამ და უფრო ღრმა კვლევა სხვა რამ

თმის ღერის ტესტი არის სხვა რამ და უფრო ღრმა კვლევა სხვა რამ, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელმაც ავსტრიაში თმის ღერის ანალიზი ჩაიტარა.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომელმაც გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „მსგავსი დასკვნები ლოგიკურად ჩნდება“ მაშინ, როცა მსგავს ინიციატივას სპეკულაციები მოჰყვება.

„როცა მოწოდება იყო კალაძის მიერ, კალაძეს ჰქონდა კარგი განმარტება, რომ ამით მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მხარდაჭერა. ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები ყველა იმ კანდიდატის მხრიდან, ვისთანაც ეს შეთავაზება იყო, ამის შემდეგ ჩნდება ხოლმე ლოგიკურად ასეთი დასკვნები. ნარკოდამოკიდებულების ტესტი არ ჩააბარეს ადამიანებმა, ამაზე თავის არიდების ნათელი სურათი ვნახეთ. ადამიანმა თავი აარიდა საქართველოში ტესტის გაკეთებას. თმის ღერის ტესტი არის სხვა რამ და სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა არის სხვა რამ, შეიძლება, ესეც გამიზნული ნაბიჯია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა