ამირან გამყრელიძე - ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა

ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ მას შემდეგ განცხადდება, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არის მსჯელობა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე, გარდა ლატარიისა, რომელზეც არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ახალი ველოსიპედი აქ არ არის, ეს არის ბევრი გამეორება იმისა, რომელსაც წარმატებული ქვეყნები იყენებდნენ და იყენებენ თავისი იმუნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამჟღავნდება. ვადასტურებ, რომ არის განხილვა რამდენიმე სერიოზული წამახალისებელი ღონისძიების, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა