ხათუნა სამნიძე - ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ინტერესებით

არც ერთი ოპოზიციური ლიდერი არ არის დაცული, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაიწყოს მისი დევნა, „ქართული ოცნება" მზად არის ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს წინასაარჩევნოდ, - ამის შესახებ „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ნიკა მელია დააკავონ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს არა კანონის, ქვეყნის კონსტიტუციიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ინტერესებით. ჩვენ გვაქვს მაგალითი, როცა დეპუტატების უმრავლესობამ დავწერეთ განცხადებები მანდატების დათმობის შესახებ განცხადებები, მაგრამ ეს "ქართულმა ოცნებამ" არ დააკმაყოფილა, რადგან ეს არ შედიოდა მის ინტერესებში. ახლაც "ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის მის ინტერესებში და არა ქვეყნის ინტერესებში. ქვეყანაში, სადაც უფლებამოსილება შეუწყვიტეს ნიკა მელიას, თავდასხმები იყო ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არის ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები და არ გამიკვირდება, რომ ნიკა მელიას შეუწყვიტონ მანდატი. არ გამოვრიცხავ არც ერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნის დაწყებას", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს