ამირან გამყრელიძე - რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება

რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება იყოს მეხუთე ტალღა და რამდენად რთული იქნება ის.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამების შეჩერება მხოლოდ სწრაფ და ხარისხიან ვაქცინაციას შეუძლია.

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მსოფლიოში, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ახალი შტამების გაჩენის. დღეს მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიარდი ადმინისტრირებული ვაქცინის დოზა არსებობს. მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი სრულად არის აცრილი და რაც მეტი იქნება სრულად აცრილი, მით ნაკლებად დარჩება იმის შანსი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი შტამები მსოფლიოს მასშტაბით თანდათან ჩნდება და ამ პროცესზე დაკვირვება რეგულარულად მიმდინარეობს.

„დღეს საქართველოში ძირითადად ცირკულირებს "დელტა" შტამი და ასევე "დელტა პლუს"-ის რამდენიმე შემთხვევაც გვაქვს. იცით, რომ ახალი კოლუმბიური "მიუ" შტამი უკვე არაერთ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ის ისეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა, როგორიც არის "დელტა". როტაციები ყოველთვის მოსალოდნელია და ამას ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს