„უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’ - სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს ,,უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’ იწყებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით. კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.

სავაჭრო პალატა 100 გამარჯვებული მეწარმისთვის უზრუნველყოფს: უფასო ვებ-გვერდის დამზადებას, ვებ-გვერდის მართვის უფასო ტრენინგს, 1 წლიან უფასო დომენს, 1 წლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეების მსურველებმა უნდა შეავსონ მოკლე კითხვარი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.

პროექტი ხორციელდება მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა