მამუკა მდინარაძე - პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო. მდინარაძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირებას "ფეისბუქში" ეხმიანება.

"ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული", - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა