„ჯეოქეისს“, უკრაინის დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ ADASTRA-სა და მოლდოვის ინოვაციებისა და პოლიტიკის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“, უკრაინის დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ ADASTRA-სა და მოლდოვას ინოვაციებისა და პოლიტიკის ცენტრს (CIPM) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს საფუძვლად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას სახელმწიფოთა შორის "ასოცირებული ტრიოს" პლატფორმის შექმნა დაედო, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით ძალების გაერთიანებას გულისხმობს.

„მემორანდუმი მიზნად საერთო ინტერესის სფეროების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს. ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის დამყარება -გააქტიურება ხელს შეუწყობს საქართველო-უკრაინა-მოლდოვას რეგიონული ურთიერთობების განვითარებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, ADASTRA–ს გენერალურმა დირექტორმა, ტარას პროდანიუკმა და მოლდოვას ინოვაციებისა და პოლიტიკის ცენტრის (CIPM) აღმასრულებელმა დირექტორმა, რადუ მოლდოვანუმ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეს მნიშვნელოვანი წამოწყებაა, პარტნიორი ქვეყნების მიერ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული ინიციატივა გაზიარებული იქნა სამი ქვეყნის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს უმთავრესი მიზნის მიღწევას - სამი სახელმწიფოს სრულფასოვან ინტეგრირებას ევროკავშირში,“- განაცხადა ჯეოქეისის თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს