გიგა ბოკერია - სუს-ი გვისმენს და აკონტროლებს ყველას ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამას წერტილი უნდა დავუსვათ

წლების განმავლობაში პუტინის რუსეთის არცერთი ჯაშუში არ დაუჭერიათ, რადგან ჩვენი ყველას, მათ შორის ოპონენტების კონტროლით არიან დაკავებულები, რადგან ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ე.წ. ფარული ჩანაწერის გავრცელებას.

მისი თქმით, უკანონო მოსმენის მასშტაბი საგანგაშოა.

„მიმაჩნია, რომ ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ცალკეული საუბრების შინაარსზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, საგანგაშო და აღმაშფოთებელი არის მთლიანად მოვლენა. მოვლენა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების აპარატი არის მომართული და პოლიტიკური დავალება აქვს არა გარე მტრების, ჯაშუშების მხილება, რაც უნდა იყოს მათი საქმე, არა ორგანიზებული დანაშაულის ან შავრაზმული, ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ ლეგიტიმური, კანონიერი მუშაობა. ეს სამი ჯგუფში ერთმანეთში ძირითადად აღრეულია. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, რომ ფარავს ერთმანეთს არა კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის ფოკუსირება, არამედ უბრალოდ ტოტალური, უკანონო, მათ შორის ბინძური მეთოდებით ინფორმაციის შეგროვება სტატუს-კვოს კონტროლისთვის, ანუ ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, ეს არის ერთადერთი, რაც ამოძრავებთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კონტროლი სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს.

„პოლიტიკური დავალებაა, რომ უბრალოდ ივანიშვილს ძალაუფლება შეუნარჩუნონ და მხოლოდ ამაზე იზრუნონ. ეს არის კატასტროფა, რომელსაც სჭირდება პირველი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა და მეორე, იმ ტიპის სისტემური რეფორმები, რომელიც ამაზე უკეთესი ხელისუფლების პირობებშიც კი, რაც ძნელი წარმოსადგენი არ არის, იქაც ეს რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე ან გავანეიტრალოთ შემაკავებელი ეფექტებით“,-აცხადებს ბოკერია.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა