ზურაბ აბაშიძე - გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, შალვა დადიანის, ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები განიხილა. მათ შორის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და უბნის ინფრასტრუქტურის განახლების, სკვერების გაშენების, ეზოების მოწყობისა და ტურიზმის გაძლიერების საკითხები.

კახა კალაძის გუნდთან ერთად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა უახლოეს წლებში აუცილებლად გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო მწვანე და სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებას და დროის საინტერესოდ გატარებას",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან, რაიონის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, მის მთავარ მიზანს, სამომავლო პროექტებსა და ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებისა და პოზიციების გათვალისწინება წარმოადგენს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – აღვადგინოთ ეკონომიკა, სამსახურებმა განაახლონ მუშაობა, ხოლო ბავშვებმა და სტუდენტებმა სწავლა ბუნებრივ გარემოში გააგრძელონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო