შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, EXBS და NU Borders წარმომადგნელები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“, ასევე სამუშაო შეხვედრები გაიმართა საბაჟო და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან.

„პროექტის ფარგლებში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება.

შემოსავლების სამსახურს, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.

ზემოაღნიშნული განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო საქმიანობის ეფექტიანობას, დაიხვეწება და გამარტივდება საბაჟო პროცედურების წარმოება და რაც მათ შორის კერძო სეტორის წარმომადგენლების საქმიანობაზეც აისახება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო