გიორგი გახარია - დღეს პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ეკლესიას იყენებს

დღეს პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ეკლესიას იყენებს - ეკლესიის ჩართვას ცდილობენ აბსოლუტურად პოლიტიკურ პროცესში, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, გახარია მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიამ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო სასულიერო პირებს იყენებს. პოლიტიკურმა პარტიამ ფაქტობრივად, მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ახლა გადავიდა უკვე ეკლესიაზე. რამდენიმე შემთხვევა იყო უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც სახელმწიფომ ძალიან უხეშად გამოიყენა ეკლესია, მისი სახელი, გამოიყენა სასულიერო პირები შემდეგ ამოეფარა მათ ზურგს უკან და დაიმალა, იგივე ხდება ახლაც.

პოლიტიკური მიზნის მისაღწევად პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია დღეს იყენებს ეკლესიას. მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ მეუფის სიტყვები შევაფასო, არ მაინტერესებს. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდს მე რასაც ვხედავ, რომ ეკლესიის ჩართვას ცდილობენ აბსოლუტურად პოლიტიკურ პროცესში. არ მივცემ მე ამას შეფასებას.

ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას ამბობს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ პარტიას გაუხანგრძლივოს ერთი დღით მაინც სიცოცხლე, ის რაც მოქალაქეების გადასაწყვეტია და ცდილობს ზემოქმედება იქონიოს „ფეიქ ნიუსით“, ტყუილით, მოდელირებული რეალობით ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, მე ეს არ მაინტერესებს, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს გამოდის, რომ მე უნდა დავიწყო მათივე წესებით თამაში და არ ვაპირებ. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან, განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. ეს არის მიუღებელი ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული ქართველისთვის. ამ ნაწილში პრობლემა არის იმაში, რომ სახელმწიფო და პარტია დღეს ცდილობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირი გამოიყენოს. აღარ მინდა ამაზე საუბარი, ოღონდ ყველაფერზე ამაზე კონკრეტული რეაგირება მექნება სამართლებრივი და პოლიტიკურიც, ეს რომ დამთავრდება“, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას გიორგი გახარიას "კოკაინშიკობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის პასუხის გაცემა დროის ფუჭი ნაყვაა.

ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი - ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა - მეორე, ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო. ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, მხოლოდ დავიწყე და ჯერ ილაპარაკონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა