„ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში, კომპანიაში ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

"ეიპიემ ტერმინალს ფოთში" ორი წლის განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კომპანიამ ეს მიღწევა გლობალური უსაფრთხოების ღონისძიებაზე აღნიშნა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტს - უსაფრთხო სივრცისა და სამუშაო გარემოს შექმნა კომპანიის თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლობალური უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ფოთის საზღვაო ნავსადგურს "ეიპიემ ტერმინალსის" აღმასრულებელი დირექტორი მორტენ ენგელსტოფტი ეწვია, რომელმაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კულტურა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია.

,,ორი წელი ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული შემთხვევის გარეშე ძალიან კარგი შედეგია და, მართლაც მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი შედეგი შეიძლება გამოყენებული იქნას მოტივაციის გასაზრდელად, რისკის სფეროების მონიტორინგის გასაგრძელებლად და აუცილებელი კონტროლის დანერგვისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა "ეიპიემ ტერმინალსის" აღმასრულებელმა დირექტორმა მორტენ ენგელსტოფტმა.

„კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრების კარიბჭე, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამ ხნის განმავლობაში ღირებული ინვესტიცია ჩადო მისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, რამაც პორტის შესაძლებლობები გაზარდა. მისი წარმატებული ოპერაციები დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის უსაფრთხოების კულტურაზე, რის მისაღწევადაც კომპანიის შიგნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ COVID -19 პანდემიის ფონზე, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" სრული დატვირთვით ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე საპორტო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს; პარალელურად, კომპანია მუდმივ რეჟიმში ზრუნავს თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე.

უსაფრთხოება არის "ეიპიემ ტერმინალსის" სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ემყარება სამ სვეტს - უფრო უსაფრთხო, უკეთესი, უფრო დიდი. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების გლობალური დღე არის ყოველწლიური ღონისძიება, კომპანიაში ეს საკითხი ყოველდღიურად განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რაც უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ არსებული უსაფრთხოების კულტურაზე მუშაობა, რომ არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც უსაფრთხოება გავხადოთ თითოეული თანამშრომლის ქმედების და ფიქრის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ენგელსტოფტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო