ახალგაზრდობის სააგენტო - ახალგაზრდული სფეროსთვის მნიშვნელოვანი, 33- თვიანი პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის" შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა

ახალგაზრდული სფეროსთვის მნიშვნელოვანი, 33 თვიანი პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ შეჯამება დღეს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების პანელურ დისკუსიაში „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი და კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ქართლოს ქარუმაძე ჩაერთვნენ.

„ღონისძიების პირველი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას, მეორე ნაწილი კი ახალგაზრდების დუალური განათლებისა და მეწარმეობის საკითხების განხილვას დაეთმო. ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევა და გაზიარებული ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის მიმართულებით სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახავს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესში ვინაიდან, სამოქალაქო, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ასევე კერძო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდებისთვის მდგრადი და გრძელვადიანი შედეგების მქონე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა