ხათუნა სამნიძე - 38 დეპუტატის მოთხოვნით შესაძლებელია მოვიწვიოთ სხდომა - იმედი მაქვს „ნაცმოძრაობა“ ამ ინიციატივას შეუერთდება და უახლოეს დღეებში ჩვენ მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას

38 დეპუტატის მოთხოვნით შესაძლებელია მოვიწვიოთ სხდომა - ინიციატივა უკვე არსებობს, იმედი მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას შეუერთდება და უახლოეს დღეებში ჩვენ მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ინსტრუმენტი - საგამოძიებო კომისიის შექმნა და საგანგებო სხდომის მოწვევა.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ ახორციელებდა ასეთ ტოტალურ თვალთვალს, საიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია და ა.შ. არის ასეთი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ ეს განხორციელდება, ერთ-ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტია 38 დეპუტატის მოთხოვნით შესაძლებელია მოვიწვიოთ სხდომა. ეს არის 2 ფრაქციის ინიციატივა „ლელოს“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის გასაკეთებელი და ახლა საჭიროა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მე არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს ისინი ამ ინიციატივას შეუერთდებიან და უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ და მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას. უნდა მოხდეს ეს სასწრაფოდ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე მოხდება ამ ხელმოწერების შეგროვება, ინიციატივა უკვე არსებობს. ასევე, ჩვენ მოგვმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დარეგისტრირდეს საგამოძიებო კომისია, რაც ასევე არის ოპოზიციისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა და ამისთვის საკმარისი ხმები არსებობს და ამასაც ვაპირებთ ასევე, მაგრამ როგორც იცით არსებობს რეგლამენტი რის შესაბამისადაც, საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირების პროცესის გაწელვა შეუძლია „ქართულ ოცნებას“ და ამასაც გააკეთებს. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობები, რომ გაწელოს ეს პროცესი და არჩევნებამდე არ იყოს შესაძლებელი საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირება, მაგრამ საგანგებო სხდომის მოწვევა შესაძლებელია. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამაზე არ იქნება მზაობა, ეს ჩემთვის იქნება ძალიან გაუგებარი“, - განაცხადა სამნიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს