ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე - თუ რაიმე ავთენტურია, რა თქმა უნდა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, იმიტომ, რომ იკვეთება კანონდარღვევა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ მასალებში მასზე არსებული ჩანაწერების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თუ რაიმე ავთენტურია, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, იმიტომ, რომ იკვეთება კანონდარღვევა.

„მე რაც მოვისმინე, იყო აბსოლუტურად უინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაღაცა ნაკურთხი წყალი მე თვალით არ მინახავს საერთოდ, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი. რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან გარე ვაჭრობის თემას, მახსოვს, რომ მაშინ არაერთ პოლიტიკოსთან იყო ამაზე საუბარი, რომ მოსაწესრიგებელი იყო ეს საკითხი. არის რაღაცები, რაც სინამდვილეს შეესაბამება.

თუ რაიმე ავთენტურია, რა თქმა უნდა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. იმიტომ, რომ იკვეთება კანონდარღვევა. ან უნდა ყოფილიყო სასამართლო წესით გაცემული ნებართვა მოსმენასთან დაკავშირებით, წინასწარ ან პოსტ ფაქტუმ. თუ რაიმე არის ავთენტური და ამაზე არ არის შესაბამისი წესით გაცემული ნებართვა, რა თქმა უნდა, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს და მათ შორის უნდა დაინტერესდნენ იმით, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო უშუალოდ პასუხისმგებელი ასეთი ავთენტური მასალების მოსმენაზე, შენახვაზე და ა.შ.’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო