ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - თუ რაღაც პრობლემა არ გაქვს, რატომ უნდა გამოხვიდე ასეთი გაღიზიანებული და დაბნეული? - საუბარია, რომ მოიხმარს, ეს არის ბოლო პერიოდის მოვლენა

საუბარია, რომ მოიხმარს, ბოლო ერთი კვირა არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მას ჰქონია ეს პრობლემა, რაც ჩვენ გავიგეთ მას შემდეგ რაც კახა კალაძემ თითქოსდა სრულიად უწყინარი განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ როდესაც მოვისმინეთ მისი გაღიზიანებული და დაბნეული კომენტარი, მერე გავარკვიეთ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ამის მიხედვითაც უნდა იმსჯელოს კონკრეტულ ადამიანებზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა კალაძემ გააკეთა ზოგადი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერობის კანდიდატებმა უნდა განახორციელონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

„სწორედ აქედან გამომდინარე გააკეთა ეს განცხადება. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მაშინ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამას მოყვა დაბნეული, გაღიზიანებული კაცის რაღაც კომენტარები. თუ რაღაც პრობლემა არ გაქვს, რატომ უნდა გამოხვიდე ასეთი გაღიზიანებული და დაბნეული. აღარ არის ეს საინტერესო ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვართ კონცენტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს არჩევნები იმართება ისევ იგივე სამწუხარო დილემის გარშემო - ეს არის ან „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის რევანშს მოწყურებული „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სააკაშვილებით, უგულავებით, მეგის ქარდავებით და ა.შ. როდესაც სერიოზულად წამოიწია ამ საკითხმა საზოგადოებაში, ვინ გადაეფარნენ მას? დღეს ვნახეთ ერთმანეთის მიყოლებით სააკაშვილის განცხადებები და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების განცხადებები. სხვათაშორის კოკაინი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. კოკაინის აქტიური მომხმარებლები იყვნენ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და დღემდე არიან სწორედ, კოკაინის აქტიური მომხმარებლები. აქაც არის ძალიან საინტერესო ლოგიკური კავშირი ერთი ადამიანის პრობლემებსა და მეორე ადამიანის პრობლემებს შორის.

საუბარია, რომ მოიხმარს, ბოლო ერთი კვირა არ ვიცი რას აკეთებს მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მას ჰქონია ეს პრობლემა, რაც ჩვენ გავიგეთ მას შემდეგ რაც კახი კალაძემ თითქოსდა სრულიად უწყინარი განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ როდესაც მოვისმინეთ მისი გაღიზიანებული და დაბნეული კომენტარი მერე გავარკვიეთ ეს ყველაფერი, მერე გავიგეთ ამის შესახებ, ანუ ეს არის ბოლო პერიოდის მოვლენა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ამის მიხედვითაც უნდა იმსჯელოს კონკრეტულ ადამიანებზე. თავის დროზე არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და როგორც ვიცით, ეს არის ახალი პრობლემა, ეს არის ადამიანური პრობლემა და ნუღარ შევეხებით ამას“, - განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთი ინფორმაციები მარტივად ვრცელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს