ირაკლი ღარიბაშვილი - მეგის ქარდავა, ახალაია, მერაბიშვილი, ბოკერია, ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა - პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით

მეგის ქარდავა, ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა... ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური კანიბალები ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს რომ იწუნებენო, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით, - ამის შესახებ პრემერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარკვეულმა ძალებმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი გამოიყენეს პირადი ინტერესების განსახორციელებლად.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და გახსოვთ, როგორი აქციები წამოიწყეს, რის გამო, რა შუაში იყო. კითხვა მაქვს უბრალოდ, მაშინ მეძახდნენ ხან მკვლელს, ხან მოძალადეს, ა.შ. გავიდა რამდენიმე დღე და გაირკვა, ხომ ვნახეთ, ყველამ ნახა, რა იყო და როგორ იყო. აქ რა შუაში იყო, ან სახელმწიფოს როლი, ან ჩემი როლი, ან ვინმეს როლი. რატომ იყო ეს მთელი აჟიოტაჟი და კამპანია ატეხილი. ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკური იყო. მერე გავიხსენე, რომ გამოვიდნენ, საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიწყეს, სკანდირებდნენ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რატომ - ეს არის პირდაპირ შურისძიება, რომ ვერ გაუვიდათ ვერც ლგბტ-ს მარში, პროვოკაცია, იმიტომ, რომ შევეწინააღმდეგეთ ჩვენ და ეკლესია ერთად დავდექით მაშინ, ვთქვათ პირდაპირ. ეს არის შურისძიება. იციან მათ ჩვენი ერთობა, ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის, ეკლესიის მიმართ და ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული შურისძიება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.

მეგის ქარდავა, ახალაია და ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა... ჩვენზე, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური კანიბალები ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს რომ იწუნებენო. შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით, რაზეა საერთოდ საუბარი. რომ შევადაროთ, მეგის ქარდავა იყო ჯარის, სამხედრო პოლიციის უფროსი და ატერორებდნენ ჯარს. პოლიციაში რა ხდებოდა, ყველგან, რა აქვთ ამ ადამიანებს სათქმელი. მე კრიტიკას მივიღებ თქვენგან, ნებისმიერი არაპოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქისგან, მაგრამ მათგან მე არ მივიღებ ამ კრიტიკას და არასდროს არ წავალ კომპრომისზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება