ირაკლი კობახიძე - კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე გიორგი გახარია - ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა?

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის ხარისხი ნულია და მისი დავალება როგორმე ნიკანორ მელიას მეორე ტურში გაყვანაა.

„ადამიანი პრაქტიკულად გაანადგურეს, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა იმ დროისთვის, ეს რეიტინგი განადგურებული აქვს, გადააყენეს მელიას გულისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, სრულიად უპერსპექტივოდ დააყენეს თბილისის მერობის კანდიდატად და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნიკანორ მელია აიღებს კალაძეზე ორჯერ ნაკლებ ხმას და გახარია აიღებს მელიაზე ორჯერ ნაკლებ ხმას. ჩვენ შევხვდეთ 3 ოქტომბერს და დავიმახსოვროთ ეს სიტყვები - კახი კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენეს ეს კაცი. როცა რაღაც თამაშში შედიხარ, ანუ რაღაც თამაში ვიღაცებს ჰგონიათ კომფორტული, არ ვიტყვი რა არის ეს თამაში და ამ დროს იმ თამაშში როგორც კი შედიხარ შენი დამოუკიდებლობის ხარისხი ხდება აბსოლუტურად ნული და სწორედ, ნული როცაა შენი დამოუკიდებლობის ხარისხი, მაშინ იბრძვი ბრინჯაოს მედლისთვის არა ოლიმპიადაზე, არამედ თბილისის მერის არჩევნებში. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის აბსოლუტურად ნული, როცა ეტყვიან, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში, იღებს მონაწილეობას და იბრძვის მესამე გარანტირებული ადგილისთვის.

ჩვენ არცერთხელ არ გვითქვამს, რომ ის დავალებებს იღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ასეთი მიამიტები ჩვენ არ ვართ, არის რაღაც სხვა. არის გარკვეული მოცემულობა, რაშიც არის მოქცეული ეს კაცი და დაავალეს წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა. პირველი დავალება იყო, რომ 43%-ს დაახლოებულიყო „ქართული ოცნება“, ახლა ეს 43% აღარ არსებობს, რადგან ანულირებულია შარლ მიშელის შეთანხმება, ახლა მეორე დავალება აქვს იქნებ მელია გადაიყვანოს მეორე ტურში. მისი დავალებაა, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის განზრახვას ქვეყნის არევის კუთხით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილისგან და მელიასგან ის დავალებებს არ იღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს