პარტია „საქართველოსთვის“ - ვენის წამყვანი ჰოსპიტლის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა

ვენის წამყვანი ჰოსპიტლის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის 14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო