კახა კალაძე - იაკობ გოგებაშვილის საფლავს მერიის სამუშაოების გამო არ შექმნია პრობლემა

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

"პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არაფერი არსად არ გაბნეულა და არც სამუშაოების გამო შექმნილა პრობლემა. საფლავის სიძველის გამო დაზიანება იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც საუბრობენ. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა: ეცნობა შესაბამის სამსახურებს, ასევე, კომუნიკაცია იყო საპატრიარქოსთან და ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც წესი და რიგია. ზოგადად, პანთეონს ჰქონდა პრობლემები-არ არსებობდა სადრენაჟე სისტემა და უხვი ნალექის დროს, პირდაპირ საფლავებზე გადადიოდა წყალი. სამუშაოები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, ის ინფორმაცია, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა