ეუთო/ოდირი - სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში გამოკითხულები პოლიტიკურ ლანდშაფტს აღწერენ, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, დისკურსს - როგორც აგრესიულს

ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული პოლიტიკურ ლანდშაფტს აღწერს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით ცნობილია ბეჭდურ და ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

„კონკურენტების უმეტესობას არ გამოუთქვამთ შეშფოთება მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული აღწერს პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო უპირატესობას მმართველ პარტიას უკანონოდ ანიჭებს. „მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაართულა ეს საკითხი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობა ირწმუნება, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა „ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

„ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში ზოგიერთმა შეშფოთება გამოთქვა მედია გარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების გამო. საარჩევნო კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, უზრუნველყონ კამპანიის სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლად 64 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. „ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში შეშფოთება გამოთქვეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრაქტიკის გამო, რომლითაც ხელოვნურად ზრდიან საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლობას არაპარტიული მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაკვირვების საფარქვეშ”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ასევე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

„ეროვნული უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი კენჭს იყრის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ასევე საარჩევნო უბნების პერსონალისთვის ტრენინგებს უმცირესობების ენებზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია გასაჩივრების წესზე და ხაზგასმულია, რომ ოდირი-ს წინა რეკომენდაციების შესაბამისად, საჩივრების წარდგენის და განხილვის ვადები გაიზარდა.

„არჩევნებში მონაწილე კონკურენტებს და დამკვირვებლებს შეუძლიათ, შეიტანონ საჩივრები საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში და პირველად, შესაძლებელია საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენა. ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია სრულად არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცესკოს თავმჯდომარეების უფრო ფართო სამართლებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების შესახებ იმისთვის, რომ განიხილონ გარკვეული საჩივრები,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ დღეისთვის შეტანილია დაახლოებით 120 საჩივარი, ძირითადად პროცედურულ საკითხებზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კანდიდატთა რეგისტრაციასა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნაზე, თუცა მათი უმეტესობა არ დაკმაყოფილდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო