ნიკა სიმონიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სიმონიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს ატყუებს.

„პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, - წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ხელწერა უდანაშაულო ადამიანების თვალების დათხრაა.

„ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამე და ვკითხულობდი სად არის წყალი, გაზი. დაუშინეს და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს - აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო