ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ორგანიზაციას „ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დარჩეს“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა საბოლოოდ ამ ორგანიზაციას „ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დარჩეს“.

ამასთან, როგორც კობახიძე აღნიშნავს, წინასაარჩევნო გარემო „უპრეცედენტოდ მშვიდობიანია“ და იმედოვნებს, რომ ეს შენარჩუნდება.

„მოხარული ვართ, რომ ეს დასკვნა დადებითია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ასახავს იმ პრინციპულად დადებით გარემოს, რომელიც ამ არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაშია. გარემო უპრეცედენტოდ მშვიდობიანია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაშიც ასეთივე გარემო შენარჩუნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დღე მშვიდად ჩატარდეს - ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამშიც, ეუთო/ოდირს დარჩეს ძალიან დადებითი შთაბეჭდილება“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის შეფასებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, „ამ მასშტაბის რეფორმა საქართველოში არასდროს განხორციელებულა და ეს ეუთო/ოდირის ანგარიშში სათანადოდაა შეფასებული“.

„ეს არის პრინციპული, არსებითი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. ასეთ დროსაც, როდესაც, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“, ხმას არ აძლევენ ამ ცვლილებას, ნიშნავს იმას, რომ მათთვის საბოტაჟი არის თვითმიზანი“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო გარემო მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციით გამოირჩევა. ანგარიშში საუბარია საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმაზც და აღნიშნულია, რომ „სამართლებრივი ჩარჩო არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო