სერგო ჩიხლაძე - ეუთო/ოდირის მხრიდან  თითოეული რეკომენდაცია გასათვალისწინებელია

ჩვენი, ოპოზიციური პარტიების რთული მუშაობის და 19 აპრილის შეთანხმების დამსახურებაა, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ ასახულია , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა დიდი როლი ითამაშა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული ზოგიერთი რეკომენდაციის ხორცშესხმაში.

„რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც არ არის ასახული, თუ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი საარჩევნო რეფორმა ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თითოეული რეკომენდაცია ეუთო/ოდირის მხრიდან. „ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს დაარღვიოს, უგულვებელყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები" - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო გარემო მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციით გამოირჩევა. ანგარიშში საუბარია საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმაზც და აღნიშნულია, რომ „სამართლებრივი ჩარჩო არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო