ელენე ხოშტარია ე.წ.ფარულ ჩანაწერებზე - ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგის სასამართლომდე

„ფარულ ჩანაწერებში ჩემთან დაკავშირებული ფაქტები დასტურდება და შეესაბამება რეალობას. ეს ჩანაწერები უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „დროა“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.

„სუს-ის ეს ჩანაწერები მოულოდნელი არ არის, თუმცა ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და „ქართული ოცნების“ რეაქცია, რომ ეს არის ნორმალური - როგორც დიპლომატების, ისე ბაგა-ბაღის მასწავლებლებისა და დირექტორების ჩაწერა, არანორმალურია. არ ვაპირებ, კომენტარები ვაკეთო ამ ჩანაწერების შინაარსზე და ვისაუბრო ვინმეს პირად საუბრებზე. მე ვაპირებ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და ყველა ჩვენ მეგობარს მოვუწოდებ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგის სასამართლომდე და ჩვენ შევქმნით ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან ფარულ ჩანაწერებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართლებრივ დავას დიდად აზრი არ აქვს, ეს პროტესტი ძალიან დიდი აქტი იქნება და ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფიქრობენ გასაჩივრებაზე. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში მსგავს ბოროტებას“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა