თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6

ჩვენ რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, სიკვდილიანობის შემცირება ერთ-ორ კვირაში დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ეს არის ძალიან ცოტა. ჩვენ დღეში გვჭირდება 40 000 -50 000 აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია იყო საკმარისი. უცხოეთშიც არ არის რაიმე ამაზე მეტი განსაკუთრებული კამპანია ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან და როგორც ჩანს, ეს მოქმედებს. ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე 30 000-მდე გაიზარდა და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო” , - განაცხადა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ მძიმე შემთხვევების, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე.

„ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50%-ს",- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ვაქცინაციის მოწოდების შესახებ ბანერებზე გააკრეს და აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია.

“არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, არ მინახავს და არ ვიცი სიძულვილის ენაა თუ რა არის. ზოგადად, სიძულვინის ენა კარგი არ არის. თუ ის დაიდგა ვაქცინაციის მოწოდების ბანერის ნაცვლად და ის გადაფარა, ეს დაუშვებელია” , -აღნიშნა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს